LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა გაიმარჯვებს, 10 დღეზე მეტია წინააღმდეგობა გაოცებას იწვევს: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

74
after-the-nice-attack-france-sends-a-message-of-peace-1024x655

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

„მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, –  განაცხადა მინისტრმა France 5-ის ეთერში

საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის ფასი აუტანელი გახდება რუსეთისთვის.

„პრეზიდენტი პუტინი რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე: ან მიიღოს რუსეთის ფუნქციონირებისთვის არსებითი შედეგები, ან დაიწყოს მოლაპარაკებები,“- განაცხადა ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეაკავებს პუტინის შემდგომ აგრესიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები