უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერესჩუკი, რუსეთს მოუწოდებს არ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ბოროტად არ გამოიყენოს შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ჯარების წინ წასაწევად.
ირინა ვერესჩუკის განმარტებით, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას იყენებს იმისთვის, რათა უკრაინის პოზიციებს მიუახლოვდეს იმ ადგილებში, სადაც საევაკუაციო მარშრუტებია გახსნილი.
„ჩვენ ამ არხებს სამოქალაქო პირების გამოსაყვანად ვიყენებთ – ქალებისა და ბავშვების, ასევე ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად ქალაქში დარჩენილებისთვის, მთელი მსოფლიო ამას უყურებს“, – განაცხადა ვიცე -პრემიერმა.