BBC-ის ინფორმაციით, უკრაინამ კრეისერ „МОСКВА“-ს ნამსხვრევები წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ჩაძირული კრეისერი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.
„UNESCO-ს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინის საკუთრებაა“, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შავ ზღვაში იწვის რუსული კრეისერი „მოსკოვი“, რომელსაც „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა