LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ, მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ორი მარშრუტი დაამტკიცა

59
c52e6285faf716fdb

უკრაინამ, მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრო სენიკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოფიციალურ კიევს შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტი შეუჩერა, რამაც ფართო დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

როგორც სენიკიმ აღნიშნა, საკვების ექსპორტისთვის მესამე დერეფნის დამატებაზე, უკრაინა მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან აწარმოებდა. თუმცა, მან დეტალები არ დააკონკრეტა, ამ მარშრუტებით თუ რა ოდენობის მარცვალი გავიდა უკვე ან გავა სამომავლოდ.

შეგახსენებთ, უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი მარცვლეულის ექსპორტიორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g