LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსულ Sberbank-სა და VEB.RF-ს აქტივები იძულებით ჩამოართვა

80
627cc7eb20302766fc41c18c

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის Sberbank-ისა და VEB.RF-ის აქტივების იძულებით ჩამორთმევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 11 მაისს მიიღო და იმავე დღეს დამტკიცდა პრეზიდენტის №326 ბრძანებულებით. გარდა ამისა, დაყადაღდა უკრაინაში აღნიშნული რუსული ბანკების შვილობილი კომპანიების ფინანსური აქტივებიც.

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და პრეზიდენტის ბრძანებულება უმაღლესი რადას ვებგვერდზე ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g