LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ

242
FotoJet (55)

უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა, ინფორმაციას კი უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის უმაღლეს რადას მიერ მიღებულ კანონს “უკრაინაში რუსეთის ფედერაციის და მისი მაცხოვრებლების საკუთრების უფლების ობიექტების იძულებითი ჩამორთმევის ძირითადი პრინციპების შესახებ. კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის და მისი მაცხოვრებლების საკუთრების უფლების ობიექტების იძულებითი ჩამორთმევა ხორციელდება მათი ღირებულების ყოველგვარი კომპენსაციის (ანაზღაურების) გარეშე, იმ სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g