LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასა და საქართველოს შორის საზღვრის კვეთა გამარტივდება

95
ipiccy-image

უკრაინასა და საქართველოს შორის საზღვრის კვეთა გამარტივდება. ქვეყნები ვაქცინაციის დოკუმენტაციის ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ, – აღნიშნული განცხადება კი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გააკეთა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება იმის შესახებ, რომ აღიარებული იქნას დოკუმენტები ვაქცინაციის შესახებ. ეს მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც სიამოვნებით მოინახულებენ ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები