გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც “უნიანი” გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 28 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეების სიცოცხლე უმეტეს შემთხვევაში საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს, ასევე საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა.
მონაცემები 28 თებერვალს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის ოფისმა ჟენევაში წარადგინა.
ამავე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 7 ბავშვია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლეს ინფორმაციას გაეცნობით აქ: