უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ტყიბულში გადასვენებამდე პანაშვიდები ჯერ კიევში, შემდეგ კი თბილისში ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა.