LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული გელა გოგია სენაკში სამხედრო პატივით დაკრძალეს

52
gogia

უკრაინაში დაღუპულ 54 წლის გელა გოგია სამხედრო პატივით მშობლიურ ქალაქ სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე მისი სამოქალაქო პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობდა.

გელა გოგიას ცხედარი საქართველოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს

ახლობლების ინფორმაციით, 54 წლის ქართველი მებრძოლი რუსეთ-უკრაინის ომში პირველივე დღიდან ჩაერთო. გელა გოგია ბოლო რამდენიმე წელი უკრაინაში ცხოვრობდა. ის იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთი ომის მონაწილე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: თეონა კვარაცხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g