LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

123
Untitled design (2)

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.

„როგორ დაგვწყვიტე შენს ძმებს გული“ – უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია 

ომში დაღუპულ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

არჩილ დევრისაშვილს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, 5 აგვისტოს კი კოჯრის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობისათვის, არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. მებრძოლი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, უკრაინაში კი დანაყოფ „შავ არწივში“ირიცხებოდა.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს 49 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g