უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა.
41 წლის ქართველი მებრძოლი, რუსი ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელებთან ერთად დაიღუპა. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 15 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
დაღუპული მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოასვენეს. გიორგი გრიგოლიას აბაშაში გადაასვენებენ.