რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, უკვე 3 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
განახლებულ მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR ) ავრცელებს.
ანგარიში 24 თებერვლიდან 17 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს – ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 3 752 მშვიდობიანი მოქალაქე.
დაშავდა 4 062 ადამიანი.
როგორც გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსხვერპლი უმეტესად დაბომბვამ, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა გამოიწვია.
გაეროს მიერ გავრცელებული მონაცემებით:
დაღუპული 3 752 ადამიანიდან 1 406 არის მამაკაცი; 927 – ქალი.
OHCHR-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში