LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს

69
უკრაინის რადა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომელთა პროგრამების მიზნები ან ქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლებისკენ, მართლზომიერების აღიარებისა ან უარყოფისკენ, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, როგორც შიდა კონფლიქტის, სამოქალაქო კონფლიქტის, სამოქალაქო ომის წარმოჩენის გზით ან უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებით ოკუპაციის უარყოფის გზით.

დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ისეთი პარტიების საქმიანობა, რომლებიც ამართლებენ ისეთი პირების ქმედებებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას ახორციელებდნენ ან ახორციელებენ, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს, დაჯგუფებებს ან რუსეთის მიერ დაქირავებულ ან დაფინანსებულ ჯგუფებს, საოკუპაციო ადმინისტრაციას.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სასამართლოს მიერ პრორუსული პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, მისი ქონება, სახსრები და სხვა აქტივები გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

magti 5g