უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ქართველები უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ, ბრიტანელები კი სიდიდით მეორე კონტიგენტს წარმოადგენენ. ამის შესახებ მან Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ამჟამად, დაახლოებით 3000 ბრიტანელი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ ფლობს უკრაინაში მებრძოლი ბრიტანელების რაოდენობაზე ოფიციალურ ინფორმაციას.
Sky News-ის ცნობით, ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 20 000 უცხოელი ჯარისკაცი იბრძვის.
რაც შეეხება მამუკა მამულაშვილის, როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, “ქართული ლეგიონი” მამულაშვილმა 2014 წელს დააარსა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.