LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი“ – ვინი სანიოლი

138
Screenshot 2024-10-13 172334

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ამბობს, რომ უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გასულ მატჩსა და ალბანეთთა შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, იმედი აქვს ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.

„უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მისი არგამოძახების მიზეზი არა მხოლოდ დამღლელი მზავრობაა, არამედ ის, რომ ჩემს სისტემასთან მორგება უჭირს.

უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩისთვის მზადაა.

ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ალბანეთთან უკეთ დავიწყოთ მატჩი და დავალებები შევასრულოთ.

ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ”, – თქვა ვილი სანიოლმა.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g