უკრაინელები ზოგჯერ კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ თავიანთი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები ხშირად უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ.
“დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია, – განაცხადა პრეზიდენტმა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ორი ოკუპირებული რეგიონი აქვს. და ერთ-ერთში საუბარია რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარებაზე.
“ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს [უკრაინის] მსგავსად, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რაც ჩვენ უკრაინის მიმართ გვაქვს,“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.