LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 70-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს

54
ტანკი

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 70-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპანტებთან ერთად განადგურდა მათი საბრძოლო აღჭურვილობაც.

„ჩვენმა ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 330-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს ბერისლავის ტერიტორიაზე მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის საცავების წინააღმდეგ ასევე, კახოვკას ხიდთან, დარიევკას მახლობლად მდებარე ხუთი პონტონური გადასასვლელის გასწვრივ.

მტრის არმია შემცირდა 71 რაშისტით, 27 ერთეული იარაღითა და აღჭურვილობით, მათ შორის 5 ტანკი, 14 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 2 Msta-B ტიპის ჰაუბიცა, ორი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი და სხვა აღჭურვილობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები