უკრაინელებმა კიევის ოლქში 4 რუსული რაკეტა და 5 “კამიკაძე დრონი” ჩამოაგდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს.
მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
“დარჩით თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში. ტერიტორიაზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. არავითარ შემთხვევაში არ გადაიღოთ ჩამოსვლის ადგილი და საჰაერო თავდაცვის სამუშაოები. გახსოვდეთ საკუთარი უსაფრთხოება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს ასამდე რაკეტა გაისროლა
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს: უკრაინის გენშტაბი