უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო “ტელეგრამის” პირად არხზე წერს, რომ 90-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინამ 70 ჩამოაგდო, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 15 ობიექტი.
“მტერმა უკრაინის მიმართულებით 90-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 70 ჩამოაგდო! დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 15 ობიექტი. დაზიანებების გამო 7 მილიონ აბონენტზე მეტი უშუქოდაა დარჩენილი დედაქალაქ კიევში და უკრაინის 17 ოლქში”, – წერს ტიმოშენკო.