LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი „გრუმერი“ ანა, რომელსაც ომის გამო მოუწია საქართველოში ჩამოსვლა, ვეტკლინიკა „ბალტომ“ დაასაქმა – მინდა რომ სულ ჰყავდეს კლიენტები: ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

357
გრუმერი ანა

ცხოველთა გადარჩენის ფრონტი უკრაინელი გრუმერის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც საკუთარი სამშობლოს დატოვება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოუწია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გრუმერი ანა საქართველოში შვილთან ერთად ჩამოვიდა და ვეტერინარულ კლინიკა „ბალტო“-ში იმუშავებს. მას რთული ფსიქიკის ცხოველებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

„გამარჯობა მეგობრებო

ძალიან მაგარი გოგო და გრუმერი, ანა რომელსაც საკუთარი გრუმინგ სალონი ჰქონდა დონეცკში და ომის გამო მოუწია წამოსვლა შვილთან ერთად საქართველოში, დაასაქმა ვეტერინარულმა კლინიკა ბალტომ. არის პროფესიონალი და სერტიფიცირებული, 15 წლიანი გამოცდილებით, პლუს ასწავლიდა გრუმინგს და ამ კუთხითაც შეუძლია მუშაობა.

სამშაბათს და პარასკევს იმუშავებს კლინიკაში და შეგიძლიათ ჩაეწეროთ.

ცნობილი კინოლოგის, ანტუან ნადჯარიანის კურსები აქვს გავლილი და მუშაობს რთული ფსიქიკის ცხოველებთანაც

გააზიარეთ პოსტი

მინდა რომ სულ ჰყავდეს კლიენტები“, – წერია ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარულები