გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია და დროა ეს აბსურდი სასწრაფოდ შეწყდეს.
ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი დასასრულისკენ არ მიდის და რომ უკრაინელი ხალხი “ცოცხალ ჯოჯოხეთს ითმენს”.
“კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეწყდეს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს? კიდევ რამდენი უკრაინელი და რუსი უნდა დაიღუპოს, სანამ ყველა მიხვდება, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული და ჰყავს მხოლოდ დამარცხებულები?
უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, დროა დასრულდეს ეს აბსურდული ომი,” – თქვა მან.
გუტერეშმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება ახლა უმნიშვნელოვანესია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში