LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და..“ – რას წერს ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოზე

285
Untitled design (4)

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

ლიზა იასკო: „ნეტავ, არ გაეკეთებინა ის, რაც ერთი წლის წინ გააკეთა, მისი ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანების ნდობაა, შეცდომაში შეიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ ძალიან კეთილი და მიმნდობია“

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი ციხემდე რეალობის სრული უარყოფით მივიდა:

„2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აქციებზე სააკაშვილის სახელს ვერ ახსენებდნენ.

უსამართლობად ვთვლიდი, მაგრამ სააკაშვილის მიუღებლობის გამო სანდრაც ვერ ავიდა სცენაზე, მაშინ როდესაც მაკა ჩიჩუა ხალხს მიმართავდა. მე მიმაჩნია, რომ სანდრას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა პირველ ლედის, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ ქუჩაში გამოსული აქტიური ხალხი სააკაშვილს არ იღებდა.

ეს სააკაშვილის გარემოცვამ არაფრის ნიშნად არ ჩათვალა, იმიტომ რომ ბელადისთვის მიუღებელი იქნებოდა ამ სიმართლის თქმა – არაფრით არ უნდოდა შეგნება, რომ ხალხს ის აღარ უნდა და ნორმალური გუნდის გარეშე, ხომ საერთოდ ნულია.
თავად სააკაშვილმა ხომ მთლიანად უარყო რეალობა და მაინც გვტენიდა თავს ერთადერთ მხსნელად!

რეალობის უარყოფის შედეგად მივიდნენ იქამდე, რომ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერით საქართველოში შემოიპარა.

რეალობის სრული უარყოფით შეიქმნა მოლოდინი, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა (მაშინ როცა რეალობა ის იყო, რომ სააკაშვილის სახელი 2019 წელს ქუჩაში შეკრებილ ხალხს შლიდა).

რეალობის სრული უარყოფით მივიდა სააკაშვილი ციხემდე.

თავად უარყო რეალობა! ვინც სიმართლეს იძახდა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა და ის ვერანაირ პროცესს (მით უმეტეს ერთპიროვნულად) ვეღარ გაუძღვება, მოღალატედ შერაცხეს და ახლა, როცა რეალობას შეასკდნენ, ისევ მოღალატეების ძიებაში არიან.

უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და…“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g