ანსამბლ „ირიაოს“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ახლახან გამოაქვეყნდა ამონარიდი მათი ერთ-ერთი გასტროლიდან. ისინი 2016 წელს უკრაინაში იმყოფებოდნენ, სადაც კონცერტი გამართეს. ღონისძიების შემდეგ მათთან აღფრთოვანებული მსმენელი მიდიოდა ფოტოების გადასაღებად და კომპლიმენტების სათქმელად.
ერთ-ერთმა ქალბატონმა ბიჭებს სთხოვა, მათთან ერთად „სულიკოს“ შესრულების შესაძლებლობა მისცემოდა. რა თქმა უნდა, ანსამბლის წევრებმა მას უარი არ უთხრეს და ეს საინტერესო კოლაბორაციაც შედგა…