LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა არტისტმა ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის პორტრეტი დახატა: „ზუსტად ისეთი, როგორიც ჯაბა ხოფერია იყო – გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით“ 

138
Untitled design (7)

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.

„მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!“ – ლადო გამსახურდია

როგორც გიგა მაქარაშვილი წერს, უკრაინელ არტისტს ჯაბა ხოფერიას დახატვა თავად სთხოვა:

„მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთ-ერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა.

უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვრად იქცა, ვთხოვე, ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.

ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.

არჩილ ხოფერია, მადლობა. დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინის ომში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.

„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე

„არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ ვიცი, როგორ იცხოვრა – გმირულად და სამშობლოს სიყვარულით“ – რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა

 

magti 5g