LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა მოსწავლემ ერთი ღამის განმავლობაში 3 ავტომობილის გატაცება და დამტვრევა მოასწრო

82
ukrainanboy2012

ხარკოვის რაიონში 14 წლის მოზარდმა ერთი ღამის განმავლობაში 3 ავტომობილი გაიტაცა და შემდეგ დაამტვრია. არასრულწლოვანი კანონდამრღვევის განცხადებით, მას ავტომობილის მართვის სწავლა სურდა.

თავიდან ბიჭუნამ YAZ გაიტაცა. ბუნებრივია, საჭის მართვა მალევე დაკარგა და კერძო სახლის ღობეს დაეჯახა. შემდეგ მან იქვე დაპარკინგებული ВАЗ-2121 მოიპარა და ხეს შეასკდა. მესამე უიღბლო ავტმობილი Volkswagen Transporter გახდა და მისი შეჩერება მწვანე ნარგავებმა შეძლეს.

თუ როგორ შეძლო 14 წლის მოზარდა სამი სხვადასხვა ავტომობილის ამუშავება, უცნობია. მან პოლიციას მხოლოდ ის უთხრა, რომ ყოველთვის სურდა მანქანის ტარება ესწავლა, ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა, ამიტომ გადაწყვიტა დანაშაული ჩაედინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g