LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სპეციალისტებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად: უკრანის უმაღლესი რადა

222
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

„უკრაინელმა სპეციალისტებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა, ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში ყველა ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ის რუსი სამხედროების მიერ არის ოკუპირებული.

„უკრაინაში ყველა ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს. უკრაინის ოთხი ატომური ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრე უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საჭირო ელექტროენერგიის წარმოებას. მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რადიაციის თვალსაზრისით, გარემო პირობები არ შეცვლილა და სტანდარტის ფარგლებშია. ზაპორიჟიას ატომური სადგური რუსი დამპყრობლების მიერაა ოკუპირებული. სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობს 6-ვე ელექტროსადგურზე და თავის სამუშაოს პროფესიონალურად ასრულებს, თუმცა, ყველა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, სადგურის ხელმძღვანელობა ოკუპანტებს აიძულებს, დაეთანხმონ. უკრაინელმა სპეციალისტებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

magti 5g