უკრაინელმა ლტოლვილმა, 7 წლის ვერონიკამ, დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ ზუსტად ისეთი თოჯინა იპოვა, როგორიც უკრაინაში, სახლში დარჩა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვერონიკა და მისი დედა ტატიანა დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ერთი ჩემოდნით და ზურგჩანთით ჩავიდნენ.
მას შემდეგ, რაც ვერონიკა და მისი დედა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია, stripey stork-ში მივიდნენ, სწორედ ის თოჯინა იპოვეს, რომელიც ვერონიკას უკრაინაში დარჩა.
„ვერონიკა და დედამისი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც თოჯინა აღმოაჩინეს. სწორედ ისეთი თოჯინა იყო, რომლის დატოვებაც მათ სახლში მოუწიათ“, – წერს ტვიტერზე stripey stork-ის დამფუძნებელი ნიკოლა დავესი.
She and her mother arrived with just one case and a pushchairhttps://t.co/NT2Za3eJSx
— SurreyLive (@surreylive) April 10, 2022