LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას – მაია ცქიტიშვილი

1547575090-thumbnail-1024x683

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

,,ეს პირველ რიგში საეკლესიო გადაწყვეტილებაა და საეკლესიო სფეროში ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. მე, რა თქმა უნდა, ამ აზრსაც ვიზიარებ, თუმცა მეორეს მხრივ ჩემთვის მისასალმებელია ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მეგობარ ერს მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ძირითადი გადაწყვეტილება ეკლესიას ეკუთვნის და ჩვენ ყველანი ველოდებით ეკლესიის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, როდესაც ისინი გაეცნობიან იმ პირობებს, რომელიც ავტოკეფალიის მინიჭების დროს გაჟღერდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები