LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს

84
ბელარუსი სამხედროები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის თანახმად, ბელარუსი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს.

„ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით კვლავ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების საფრთხე. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის შექმნის ფარგლებში იგეგმება რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 80 000 კაცამდე გაზრდა. დაგეგმილია სამხედრო ნაწილების აღჭურვა ტექნიკითა და იარაღით იმ ტექნიკური საშუალებების ხარჯზე, რომლებიც ინახება საწყობში.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, უკრაინის გენშტაბმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსში, უკრაინის საზღვრის გასწვრივ იმყოფებიან რუსი სამხედროები „ისკანდერებით“, საბრძოლო თვითმფრინავებითა და Pantsir-S1 სარაკეტო სისტემებით.

არესტოვიჩის განცხადებით, იარაღის ის რაოდენობა, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, საკმარისი არ არის

სვეტლანა ციხანოვსკაია: უკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g