უკრაინის ჯანდავის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო წერს.
როგორც ის აღნიშნავს, დაჭრილია 1115 ადამიანი.
„სამწუხაროდ, ოპერატიული მონაცემებით, საოკუპაციო ჯარის შემოსვლიდან ამ დრომდე დაღუპულია 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი. დაჭრილია 1115 ადამიანი, მათგან 33 ბავშვია“, – წერს ლიაშკო.