LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ხელისუფლება არ ცვლის დამოკიდებულებას – სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად: ლიზა იასკო

120
ლიზა იასკო

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ ცვლის დამოკიდებულებას, რომელიც არის ხისტი პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იასკოს თქმით, სააკაშვილი ისევ სუსტად არის.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ის ისევ სუსტად არის. მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, არსებითი ცვლილება არ არის. ვიტყოდი, გაუარესებულიც კი არის. აქვს სისუსტე, მალე იღლება, სჭირდება ძლიერი რეაბილიტაცია. ჩვენ დღეს დაახლოებით ოთხი საათი ვიყავით ერთად. ერთად ვუყურეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მოხარული ვარ პრეზიდენტს, რომ აქვს ასეთი ინიციატივა რადგან, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ ქვეყანაში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ ზიზღს და ბევრ პრობლემას ვხედავ და ვფიქრობ, რომ საჭიროა როგორღაც გამოიძებნოს გადაწყვეტილება, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთ ქვეყანაში. დიალოგი ძალიან აუცილებელია. თუკი იქნება რეალური გადაწყვეტილებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, რათა ქვეყანა კრიზისში არ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა იასკომ.

ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება – ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას: მიხეილ სააკაშვილი

ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ: სალომე ზურაბიშვილი

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან…დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე: სალომე ზურაბიშვილი

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს: სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g