LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს: სალომე ზურაბიშვილი

71
სალომე-ზურაბიშვილი

„ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ის თავად გრძნობს პასუხიმგებლობას ამ ახალგაზრდების მიმართ.

„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g