LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია: შალვა პაპუაშვილი

104
პაპუაშვილი-210313121826

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ „როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სამაგალითოა“.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით უსამართლოა.

ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა – სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ. თუნდაც მოლდოვა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, იცით, რომ არ უერთდება სანქციებს.

ყველა სხვა ქვეყანა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. ანუ, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყნებზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა – რამე თუ მოხდება, მათ იცავთ ნატო და ფინანსურად ეხმარება ევროკავშირი.

ჩვენ არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, არც ეკონომიკური გარანტიები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ გაეროში რეზოლუციის თანასპონსორები, ვართ თანაავტორები განცხადებისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელმაც ომის დამნაშავეები უნდა დაადგინოს.

ამას ვაკეთებთ ამ პირობებში, როდესაც ბევრი სხვა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ელჩის შესახებ გადაწყვეტილება უსამართლოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

mazda magti 5g