LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – შეთანხმდებიან თუ არა დეპუტატები ტექსტზე

86
პარლამენტი

მოახერხებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერას – მოლოდინის მიუხედავად, დეპუტატები ტექსტზე ვერ თანხმდებიან.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერი ადეკვატური დოკუმენტი მიიღოს.

მათი განმარტებით, უთანხმოების მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ტექსტში სიტყვა “რუსეთი” ნახსენები საერთოდ არ არის.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი გააცნო, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან.

რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან, – აღნიშნა მდინარაძემ, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რატომ არ არის ნახსენები ოკუპანტი ქვეყანა – რუსეთი უკრაინისადმი მხარდასაჭერ რეზოლუციაში.

mazda magti 5g