ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, მოკავშირეებს შორის რკინისებური ერთიანობა გვჭირდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.
მინისტრის თქმით, გაგრძელდება სანქციების დაწესების პროცესი.
“დღეს შევუერთდი საგარეო საქმეთა საბჭოს, სადაც სადაც შევთანხმდით კანადასთან, აშშ-სთან და უკრაინასთან, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში”
,,ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, მოკავშირეებს შორის რკინისებური ერთიანობა გვჭირდება. დღეს შევუერთდი საგარეო საქმეთა საბჭოს, სადაც სადაც შევთანხმდით კანადასთან, აშშ-სთან და უკრაინასთან, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში და რომ ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამოყენებას, რუსეთის ეკონომიკისა და ომის დასუსტებისთვის. ჩვენ ყველა ვდგავართ დმიტრო კულებასა და უკრაინასთან”, – წერს ლიზ ტრასი.
We need ironclad unity among allies in support of Ukraine. I joined 🇪🇺 FAC today where we agreed with 🇨🇦 🇺🇸 🇺🇦 that Putin must fail in Ukraine and that we will continue to use sanctions to debilitate the Russia economy and war machine. We all stand with @dmytrokuleba and Ukraine. pic.twitter.com/KUzgysMGUR
— Liz Truss (@trussliz) March 4, 2022
