LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხრიდან არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით არ ყოფილა, რადგან ყველა საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც: არჩილ თალაკვაძე

127
არჩილ თალაკვაძე

„უკრაინის მხრიდან არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით არ ყოფილა, რადგან ყველა საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

სტეფანჩუკმა გვთხოვა, საქართველომ იმსჯელოს სანქციებზე: ანა ნაცვლიშვილი

უკრაინელ დეპუტატებს ველაპარაკე და განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი: ვახტანგ მეგრელიშვილი

„რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას.

ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რაც იყო მისი უპირველესი დანიშნულება, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინაში, გვეთქვა სამძიმარი, დაეხმარება ჩვენ ურთიერთობებს და იმ კეთილგანწყობას, რომელიც უკრაინაში ვიზიტის დროს იყო“,- განაცხადა თალაკვაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

რაც შეეხება უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას კონტრაბანდული ტვირთის შესაძლო გატარებაზე საქართველოს გავლით რუსეთში, თალაკვაძის თქმით, კოლეგებს უკრაინაში აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია და ამას საქართველო არასდროს გააკეთებს.

„რაც შეეხება კონტრაბანდას, ჩვენ ავუხსენით პირისპირ ჩვენს მეგობრებს, რომ შეუძლებელია ფიზიკურად ამის გაკეთება, საქართველო ამას არასდროს გააკეთებს. ეს ერთი, და მეორე, საქართველოში ყველა საერთაშორისო ტვირთის გადაადგილება, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ სისტემების ნაწილში, რომლის წევრიც არის საქართველო, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. უბრალოდ შეუძლებელია, რომ საქართველოში ვინმემ სანქციებს გვერდი აუაროს. საქართველო ამ პროცესში, ისევე როგორც ბევრ სხვა ნაწილში, არის დასავლური საზოგადოების და დასავლური ოჯახის წევრი. ჩვენ ვართ მიერთებული მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მნიშვნელოვან სისტემებს, როგორც ლოჯისტიკურს, ისე საბაჟოს და აქ რაიმე კონტრაბანდაზე საუბარი შეუძლებელია. ეს ავუხსენით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე:

სერგეენკო: რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე.. სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის

ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა.. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან – პაპუაშვილი

სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება, ასეთი დასკვნა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი: შალვა პაპუაშვილი

ვერ გავიგე, უკრაინაში წასულ დელეგაციაში მარგველაშვილი რას აკეთებდა? ეს ხომ არ არის გართობა და რაღაც ატრაქციონებზე მისვლა, ხომ? – სანდრო რაქვიაშვილი

magti 5g