რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის განცხადებით, „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად“.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე იოჰანისმა განაცხადა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“.
„არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტ პასუხს. მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად.
ეს ჩვენს შესაძლებლობებს ეხება, ავაშენოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანისთვის დრო აღარ რჩება. ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ მედეგობის ჩამოყალიბებაში და გაუმკლავდნენ როგორც ჩვეულებრივ, ისე ჰიბრიდულ გამოწვევებს. ჩვენ ვართ ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტში“, – განაცხადა იოჰანისმა.