უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამ მომენტისთვის პირველი ლედი ჰოსპიტალიზებულია.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და შინ, იზოლაციაში იმყოფებოდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა კორონაირუსით ძალით დაინფიცირებულიყო, ამით სურდა უკრაინელებისთვის ეჩვენებინა, რომ ვირუსი საშიში არაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა გადაიფიქრა, რადგან შეეშინდა, რომ სულელად ჩათვლიდნენ.