LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრემიერი: 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა, ეკონომიკის, დაახლოებით, 35% ახლა არ ფუნქციონირებს

123
BeFunky-collage (2)

„ეკონომიკის, დაახლოებით, 35% ახლა არ ფუნქციონირებს“,- უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა BBC-სთვის მიცემულ ინსტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა.

მანვე აღნიშნა, რომ 100-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, დაახლოებით 500 სამედიცინო პუნქტი და 200 საწარმო ასევე განადგურებული და დაზიანებულია.

პრემიერმა დასძინა, რომ ხელისუფლებამ 50 მილიარდი დოლარი გამოყო დაუყოვნებლივი რეკონსტრუქციისთვის, სადაც ეს შესაძლებელია.

უკრაინის მთავრობის მეთაური გამოცემასთან ამბობს, რომ 300 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დანაღმული ან დაბინძურებულია ბომბებით. სხვადასხვა შეფასებით, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის პირდაპირი ზარალი დაახლოებით, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ – რა ითქვა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მიერ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g