უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ფაქტის გამო, რომ გამოცემამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია.
„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში.
If this was a mistake rather than a deliberate political statement, there should be an apology and an investigation into who made the mistake. @FoxNews https://t.co/HOxV8b2hVK
— Heorhii Tykhyi (@SpoxUkraineMFA) April 20, 2025
ცნობისთვის, Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა.