LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ შავი ზღვიდან გასროლილი 2 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს

61
BeFunky-collage - 2022-11-05T011635.174

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ შავი ზღვიდან გასროლილი 2 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, უკრაინელებმა ერთი რაკეტა ხერსონის რეგიონში, მეორე კი ნიკოლაევში ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსები აღმოსავლეთში ბახმუტს, ავდიივკას და ნოვოპავლივკას თავს ესხმიან.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების შტაბი დაბომბეს.

„ზაპოროჟიეს რაიონში მდებარე მტრის ქვედანაყოფების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სუსტია . ეს არის დაკავებების, არადამაკმაყოფილებელი პირობების, უხარისხო აღჭურვილობის, მუდმივი დაგვიანებისა და ხელფასების არასრული გადახდის შედეგები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში: IRI-ის ხელმძღვანელი

„რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის 6 დასახლებაში მოვიგერიეთ“ – რა ვითარებაა უკრაინაში ომის 254-ე დღეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

magti 5g