LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

96
BeFunky-collage (1)

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

გურგენ გაგნიძე 29 ოქტომბერს ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი „ვაგნერელების“ ჩასაფრებაში მოჰყვა.

ქართველი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო.

მას მშობლიურ კუთხეში, ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g