LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სახალხო დეპუტატი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კიევში მოწამლეს

549
Untitled design (4)

უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო, კიევში მოწამლეს.

ინფორმაციას inforesist.org  ავრცელებს. მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

გამოცემის ინფორმაციით, უმეროვმა უკრაინის დელეგაცია მარტში დატოვა. წყაროს ცნობით, დეპუტატთან ერთად სხვა ადამიანებიც დაზარალდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა ნოვიჩოკით (ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ნივთიერება) მოწამვლა.

უკრაინული მხარე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მომხდარზე დახურულ გამოძიებას აწარმოებენ.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ცოტა ხნით ადრე, კრემლთან დაკავშირებულ რუსულ მედიაში უმეროვის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მას ბრალს სდებდნენ “აშშ-ის აგენტად” მუშაობაში და მოლაპარაკების პროცესის შენელებაში.

ერთ-ერთი წყარო მიიჩნევს, რომ მომხდარი ინციდენტი შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოლაპარაკებები გარკვეული დროით ონლაინ ფორმატში გაგრძელდა.

რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებული წყარო კი ამ მოსაზრებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა უფრო ლოგისტიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, უკრაინული მხარისთვის ბელარუსში შეხვედრებზე გაფრენა რთული და საშიში იყო.

თავად უმეროვი ჟურნალისტების ზარს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ის სამართალდამცველებმა დაკავების დროს მოკლეს, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კირეევი სპეციალური დავალების შესრულების დროს დაიღუპა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომლაპარაკებლებს შორის მოღალატე აღმოაჩინა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g