LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზადაა, მეზღვაურების სანაცვლოდ რუსეთს ჩაბარდეს

1544075879-47681096_10214869854358034_4073582871720230912_n

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური, იგორ ვორონჩენკო მზად არის, რუსეთს ჩაბარდეს, თუ სანაცვლოდ მოსკოვი ქერჩის სრუტეში დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს გაათავისუფლებს. ეს განცხადება იგორ ვორონჩენკომ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

„მე გული მისკდება, როდესაც ვხედავ ჩემს სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებული,“ – აცხადებს ვორონჩენკო.

ამავე ინტერვიუში ადმირალი აცხადებს, რომ ნატოს გემების აზოვის ზღვაში გაგზავნა სიტუაციის დეესკალაციას ხელს ვერ შეუწყობს.

„2003 წლის შეთანხმებით, აზოვის ზღვაში ხომალდების შესვლის ნებართვა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა გასცენ. ამიტომ, უკრაინას რომც უნდოდეს, ამერიკული ხომალდები აზოვის ზღვაში ვერ მოხვდებიან,“ – განაცხადა ვორონჩენკომ.

რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ ქერჩის სრუტეში მოძრავი უკრაინული ხომალდები 25 ნოემბერს დააკავა. მოსკოვი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. ეს ბრალდება წაუყენეს დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს. ისინი ამ დრომდე რუსეთში რჩებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და გემები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები