უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვაში განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ერთიდან სამ კილომეტრამდე დაწინაურდნენ.
რაც შეეხება ტყვეების გაცვლის ფონდს, მან თქვა შემდეგი: „ჩვენ ვაგრძელებთ მის შევსებას. ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს მალაია ლოკნიას რაიონში. იმედი მაქვს, იქ ბევრი ტყვე იქნება“.