ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
მისივე თქმით, კრემლი არ ელოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.
„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე – მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, – განაცხადა ტარნავსკიმ.