LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს, ამას ხვალ მოსკოვში აღვნიშნავ – შოლცი ზელენსკის შეხვდა

88
შოლცი და ზელენსკი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას რუსეთის ფედერაციისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს, ამას ხვალ მოსკოვში აღვნიშნავ. მადლობელი ვართ უკრაინის მთავრობისადმი გონივრული და თავშეკავებული რეაგირების გამო, ძალიან რთულ და საშიშ სიტუაციაში“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერის თქმით, გერმანია მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.

გერმანელი ლიდერის განცხადებით, უკრაინა დონბასის სპეციალური სტატუსისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ უკრაინა განსახილველად წარადგენს კანონპროქტებს სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა კიევსა და მოსკოვს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. დამატებით კი აღნიშნა, რომ იგი მოელის „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერთა მრჩევლების მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

ცნობისთვის, დღეს კიევში, მარიინსკის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ხვალ, 15 თებერვალს, გერმანიის კანცლერი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამავე თემაზე:

შტაინმაიერი: მოვუწოდებ პუტინს, მოუშვას უკრაინის კისერზე მარყუჟი და მშვიდობიან გზას დაადგეს

ჩავა თუ არა ბაიდენი კიევში – რაზე ისაუბრეს უკრაინა-აშშ-ს პრეზიდენტებმა

უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

ზელენსკი – გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა

ჯონსონი: საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g