LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის წარმოება დაიწყება

153
Kongsberg-NASAMS-Morway

უკრაინისათვის  საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის წარმოება დაიწყება. კონტრაქტს, რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა მოაწერა.

პენტაგონის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Raytheon Technologies Co-სთან (RTX.N) და სულ 6 საჰაერო თავდაცვის სისტემა დამზადდება.

„სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი, სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერი“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები