LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქის 10%-ს აკონტროლებენ, ბრძოლა გრძელდება, რაშისტების და ტექნიკის დიდი კონცენტრაციაც კი ვერ დაიპყრობს მას – გუბერნატორი

146
LAT76CNBXRLRPIU7ND2JD2NSYU

ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 10% უკრაინის კონტროლის ქვეშაა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

კერძოდ, დღეს რუბეჟნოეს გარეუბნები უკრაინის კონტროლის ქვეშაა; ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი (ასევე სოფლები და ქალაქები), მთის თემი და ტერიტორია ლისიჩანსკ-ბახმუტის გზის გასწვრივ დონეცკის ოლქის საზღვრამდე.

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე სოფლებში ბრძოლა გრძელდება.

“ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე სოფლებში. ჩვენი თავდაცვა ძლიერია, სევეროდონეცკი საიმედოდ არის დაცული, ისე რომ რაშისტების და ტექნიკის დიდი კონცენტრაციაც კი ვერ დაიპყრობს მას!” – აღნიშნა გაიდაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g